თეგებით ძიება

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესი შეაჩერა.

27 ივნისიდან რუსეთის მოქალაქეები საბერძნეთის ვიზაზე განაცხადის შეტანას ვერ შეძლებენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეაჩერა. მათ შორის, ბულგარეთმა და ესპანეთმა.

მანამდე, საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებზე "ოქროს ვიზების" გაცემა შეაჩერა, რომელიც საინვესტიციო მიზნებისთვის ბინადრობის ნებართვას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა