"მაიმუნის ყვავილის“ რამდენი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში - რას ამბობს ამირან გამყრელიძე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე კვირაზე მეტია, რაც ბინაზეა გაწერილი.