თეგებით ძიება

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით 3 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გასცა დაკავების ორდერი სამი პირის მიმართ: მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი.

დაკავების ორდერი ეხება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებულ ქმედებებს.

„მიხაილ მინძაევი, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე (უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანა). მან ეს დანაშაულები ჩაიდინა 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე.

ჰამლეტ გუჩმაზოვი, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ჩადენილი ომის დანაშაულებზე (უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანა).

დავით სანაკოევი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ჩადენილი ომის დანაშაულებზე (მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანა)“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა