"მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ ევროპაში ვაქცინაცია იწყება
გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიასა და პორტუგალიაში „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ევროკავშირის მიერ საერთო ჯამში ვაქცინის 13 600 დოზაა შეძენილი. ყველაზე მეტი დოზა - 5300 ესპანეთმა მიიღო. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, 6 ივლისისთვის ევროკავშირის 33 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 5950 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ფაქტი (1351) დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდიან გერმანია და ესპანეთი.
ინფიცირებულთა უმეტესობა 18-50 წლის კაცები არიან, რომლებსაც სხვა კაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ. ამასთანავე ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ იმას, რომ ვირუსი ერთსქესიანი კონტაქტების დროს გადაეცემა.
2022 წლამდე მაიმუნის ყვავილი საკმაოდ იშვიათ დაავადებად ითვლებოდა, რომელიც ეკვატორულ აფრიკაში გვხვდებოდა. დაავადების დროს ადამიანს აღენიშნება მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, ხოლო ყველაზე ნიშანდობლივი სიმპტომია გამონაყარი კანზე. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ზრდასრული ადამიანი, როგორც წესი, 2-4 დღეში, გამოჯანმრთელდება, მაგრამ გამონაყარისგან ნაიარევები შეიძლება ცხოვრების ბოლომდე დარჩეს.