რა მოხდება დღეს, 22:38 საათზე - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
დღეს სავსემთავრეობაა. ასტროლოგ ხათუნა ნოელის ცნობით, 13 ივლისს 22:38 სააათზე თხის რქის 22-ე გრადუსზე სავსემთვარეობა გვექნება. ასტროლოგი მნიშვნელოვან რჩევებს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ტრადიციულ მზისა და მთვარის ოპოზიციას მთვარის პლუტონთან შეერთება ემატება. ეს არაა იოლი შეერთება, თუმცა სიტუაციას განმუხტავს ორივე მნათობიდან წამოსული ჰარმონიული ასპექტები ნეპტუნთან. დანარჩენი ასპექტები - ოპოზიცია მერკურისთან ან თუგინდ ტრინი პროზერპინასთან უკვე დაშლაზეა წასული და შესაბამისად აქტუალურობა დაკარგული აქვთ.
სავსემთვარეობის შემდგომი მომდევნო ორი კვირა მთვარის დაღმავალი ფაზაა, ანუ პერიოდი, როდესაც ახალი საქმეების წამოწყება მიზანშეწონილი არაა. მთვარე იკლებს, ენერგიაც კლებულობს და სასურველია დარჩენილი რესურსი უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას მოვანდომოთ. აი გეგმები კი შეგიძლიათ დააწყოთ, რომლებსაც ახალი მთვარის შემდეგ განახორციელებთ.
გარდა ამისა, ეს 2-კვირიანი პერიოდი დიეტის დაწყებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ან ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც ხანმოკლე ვადებზეა გათვლილი და იოლი შესასრულებელი.
პლუტონის შეერთებამ რომ პრობლემები არ შეგვიქმნას.კარგად უნდა ჩავიხედოთ ჩვენს ქვეცნობიერში, გავაანალიზოთ თუ რა გვსურს რეალურად. ვეცადოთ ნაკლებად ავყვეთ სხვების მანიპულაციურ ქმედებებს, არ ვიკონფლიქტოთ დედასთან, მეუღლესთან. ნაკლებად ვიეჭვიანოთ. შევეცადოთ გუნება-განწყობის გადახალისებას სასიამოვნო ამბებზე ფიქრით.
ნეპტუნთან ჰარმონიული ასპექტები კარგ და დროულ ბალანსს შექმნის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს როგორც სულიერ მოძღვართან ან უახლოეს მეგობართან გულახდილი საუბარი, გადაიტანოთ სიმძიმის წერტილი სხვებისათვის დახმარების, ჰუმანური აქტის განხორციელებაზე, დაკავდეთ შემოქმედებით, გახვიდეთ ბუნებაში, წყლის პირას, ზომის ფარგლებში ალკოჰოლიც დაშვებულია... მშვიდობას გისურვებთ თქვენს გულებში და გარშემო...“, - წერს "პრაიმტაიმის" ცნობით ასტროლოგი.