თეგებით ძიება

ზღვის სეზონია, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას, არის რისკები, რომ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა?

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ადამიანებს რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.

"არის ზღვის სეზონი, რაც ნიშნავს მობილობის გაზრდას, ამიტომ მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვას. რისკები, იმისა, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს (განსაკუთრებით შემოდგომაზე) ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის, მაგრამ ჩემი აზრით, ახალი ტალღა არ იქნება წინამორბედების მსგავსად მძიმე, იმიტომ, რომ ზოგადად ამ შტამს იშვიათად ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ასევე, გვაქვს ჩვენ ბერკეტი - ვაქცინაცია, რომელიც უფრო აქტიურად უნდა წარვმართოთ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რისკჯგუფების ვაქცინაცია“, - განაცხადა გოგინავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა