თეგებით ძიება
11. 08. 2022 News-ები

"არ შეგშურდეს სხვისი ნიჭი. აღმოაჩინეთ საკუთარი" - ტევის სმაილის სასარგებლო გამონათქვამები

ტევის სმაილი - ამერიკელი თოქ-შოუს ცნობილი წამყვანი; ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი. EBONY Magazine-მა ტევის სმაილი, ოპრა უინფრის შემდეგ, 150 გავლენიან ადამიანს შორის მეორე პოზიციაზე დაასახელა, როგორც მედიის სფეროში ცვლილებების წარმომადგენელი.

გთავაზობთ ტევის სმაილის ცნობილ გამონათქვამებს:

1. შიში უიმედობას შობს. როცა გეშინია, არ იცი, ვის/რას დაეყრდნო; გიჭირს რაიმეს დაჯერება;

2. ზოგჯერ ცხოვრებაში უარის თქმა ნამდვილად გადამისამართებაა;

3. არ შეგშურდეს სხვისი ნიჭი. აღმოაჩინეთ საკუთარი;

4. არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ ცხოვრებაში, განსაზღვრავს იმ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენ დავტოვებთ;

5. მე ვფიქრობ, როცა ბრძოლას ვწყვეტ, გარკვეულწილად ვკვდები;

6. სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის უთანასწორობა მომავალში არასტაბილურობის ფორმაა;

7. დამარცხება რაღაცას გასწავლის;

8. უნდა გაიარო განსაცდელები და რეალურად გადალახო, საბოლოოდ კი - გაიმარჯვო, სწორედ ეს ხდის ცხოვრებას საინტერესოს;

9. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანებს მიტევება სულ უფრო და უფრო უჭირთ;

10. თუ სული სიბნელეში დარჩება, ცოდვებიც არ დააყოვნებს. დამნაშავე ის კი არარის, ვინც ცოდვას სჩადის, არამედ ის, ვინც სიბნელეს იწვევს.

https://www.inspiringquotes.us/author/7060-tavis-smiley


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა