თეგებით ძიება

"არაქრონიკული პაციენტების 40%-მდე გარდაიცვალა კორონავირუსით!..ვინ აგებს პასუხს გარდაცვლილთა ოჯახების წინაშე?!" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:


”კორონავირუსით გარდაცვლილთა 59%-ს ქრონიკული დაავადება აღენიშნათ” - ეს არასწორი სათაურია!
ჯანმრთელი მოსახლეობის, ანუ არაქრონიკული პაციენტების 40%-მდე (ოფიცისლურად 6,970 და რეალურად 12,000 მდე ადამისნი) გარდაიცვალა კორონავირუსით! ეს არის სწორი სათაური!

ეს ნიშნავს იმას, რომ იმ უწყებამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო და არის ამ დაავადების კონტროლზე, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა - ეს არის ფაქტი!

კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: რაში და სად წავიდა მილიარდები (მილიონებზე აღარ ვსაუბრობთ წარმოგიდგენიათ)!

კითხვა დაუსვით საკუთარ თავს: რატომ აპიარებენ საქართველოში არაპროფესიონალ, არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ პიროვნებებს იმის მაგივრად, რომ ტექნოკრატმა სპეციალისტებმა გააკეთოთ ის საქმე, რომელიც იციან?!

არაერთხელ ვამბობდი, რომ ამ პანდემიამ გამოავლინა ყველა სიბინძურე და სიმახიბჯე ჯანდაცვის სისტემაში, საკმაოდ დიდი ფული იქნება “გათეთრებული/გაკეთებული” და ვინმემ ამაზე პასუხი უნდა აგოს….. როგორც ჩანს “მსხვერპლშეწირვა” კიდევ გველოდება. აქ მინდა დავაზუსტო გადადგომა და პენსიაზე წასვლას არ ვგულუსხმობ.

ვინ აგებს პასუხს ათიათასობით გარდაცვლილი ოჯახების წინაშე?
ვინ აგებს პასუხს მილიარდობით გაფანტულ ლარზე?
ვინ აგებს პასუხს, ვინ ….
პასუხი კი მარტივია, არავინ… დღეს კიდევ რამე მორიგ “თემას” ჩაგიგდებენ/გააპიარებენ სასაუბროდ, რომ მთავარზე არ და ვერ იფიქროთ… ეს არის ფაქტი!", - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა