კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას გაუტოლდება - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის შესაძლო გადაცემა რუსეთის ფედერაციის განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაზე განხორციელებული თავდასხმის ტოლფასი იქნება.
"კიევის რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან ბირთვული კონფლიქტის მომზადებად. ასეთი იარაღის ფაქტობრივი გადაცემა შეიძლება გაიგივდეს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის დასრულებულ აქტთან“, - წერს მედვედევი ტელეგრამზე.
"The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა კიევს შესთავაზეს ბირთვული იარაღის დაბრუნება“, - წერს რუსული მედია.