თეგებით ძიება

10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა - "რაინეარი"

ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ოლირის თქმით, 10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა.

ევროპულ ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ „რაინეარი“ ფრენის მსურველებს აღარ შესთავაზებს ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასებში საწვავის ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

„ბიბისი რადიოსთან“ ინტერვიუში, მაიკლ ოლირიმ თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ავიაკომპანია ბილეთებს ერთ ევროდ და თუნდაც 10 ევროდ ვეღარ გაყიდის, როგორც ეს წარსულში ხდებოდა.

მიმდინარე წლის ივნისში, კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა