თეგებით ძიება
12. 08. 2022 News-ები

"ყველანაირი წარმატების გასაღები მოქმედებაა" - პაბლო პიკასოს გამონათქვამები ცხოვრებისა და ხელოვნების მნიშვნელობის შესახებ

პაბლო პიკასო არის ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. ის ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელია. მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XXსაუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; პიკასომ რთული გზა გაიარა - იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.
პიკასომ მოიხვეჭა საყოველთაო აღიარება და უზარმაზარი სიმდიდრე თავისი რევოლუციური მხატვრული მიღწევებით და გახდა მე-20 საუკუნის
ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა.

გთავაზობთ პაბლო პიკასოს გამონათქვამებს ცხოვრებისა და ხელოვნების მნიშვნელობის შესახებ:

1. ყველანაირი წარმატების ფუნდამენტალური გასაღები მოქმედებაა;

2. ხელოვნების მიზანია ჩვენი სულებიდან ყოველდღიური ცხოვრების მტვრის ჩამორეცხვა;

3. ყველა ბავშვი ხელოვანია. პრობლემა ისაა, როგორ დავრჩეთ ხელოვანი, როცა გავიზრდებით;

4. დედაჩემმა მითხრა: „თუ ჯარისკაცი ხარ, გენერალი გახდები; თუ ბერი ხარ - პაპი“. სამაგიეროდ, მე ვიყავი მხატვარი და გავხდი პიკასო;

5. ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გეგმის გულმოდგინედ და ენერგიულად მიყოლით. წარმატების სხვა გზა არ არსებობს;

6. სიყვარული ყველაზე ძლიერი რელაქსაციაა ცხოვრებაში;

7. ხატვისას საჭიროა დახუჭო თვალები და იმღერო;

8. ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაიძულებს გავაცნობიეროთ სიმართლე;

9. კომპიუტერები უსარგებლოა. მათ მხოლოდ პასუხის გაცემა შეუძლიათ;

10. რაც უფრო ბერდები, მით უფრო ძლიერდება ქარი - და ის ყოველთვის შენი სახის პირისპირაა.

https://www.brainyquote.com/authors/pablo-picasso-quotes


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა