სტრესისგან თავისუფალ გარემოში სჭირდება მკურნალობა - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
"თუკი ის არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას და რეაბილიტაციას შესაბამის გარემოში, სტრესისგან თავისუფალ შესაბამის გარემოში, მოსალოდნელია დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა ან ლეტალური გამოსავალი. ასე მთელი ცხოვრება დანამატებზე, მთელი პატიმრობის პერიოდი ვერანაირად ვერ იქნება. მას სჭირდება, რომ ადეკვატურ პირობებში გადიოდეს მკურნალობას“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.