თეგებით ძიება
14. 08. 2022 News-ები

კახეთში მოკლული კაცის ცოლი ამტკიცებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის კიდევ 2 წევრი მონაწილეობდა

კახეთში, სოფელ არაშენდაში მოკლული კაცის, ლევან იაგანაშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის კიდევ ორი წევრი მონაწილეობდა.

როგორც ქალი ამბობს, მკვლელობამდე, მის მეუღლეს ემუქრებოდნენ.

„ყველაფრის მიზეზი, ეჭვიანობა გახდა. მანამდე ემუქრებოდნენ, რას არ გვითვლიდნენ. პირადად მე, მითვლიდნენ, ქუჩაში ნუ გამოდიხარ, ვღიზიანდებითო. ორი დღის წინ მომიცვივდნენ სახლში, კარზე მიბრახუნებდნენ, ჩემი მეუღლე არ იყო სახლში. ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდოდა, მაგათ გამო. ჩემმა მეუღლემ, პოლიციაში განცხადებაც შეიტანა. დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს. გუშინაც გაუგიათ, რომ საქეიფოდ წავიდა და იქ მიუცვივდნენ, დასერილია, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული. მე ვიცი, რომ იქ, იმ ბიჭის მამა და შვილიც იყვნენ. იქ მყოფები აშველებდნენო, მაგრამ ამდენი ჭრილობა როგორ აქვს. ვითხოვ, რომ უმკაცრესად დაისაჯონ“, - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

ცნობისთვის, მკვლელობაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, გუშინ, ღამით მოხდა. მკვლელობის ბრალდებით, სამართალდაცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ცოლზე ეჭვიანობა გახდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა