თეგებით ძიება
14. 08. 2022 News-ები

დახმარებას ითხოვდა თურმე და არცერთი მეზობელი არ მიშველებია - რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მოკლულ ქალზე?

თბი­ლის­ში 17 წლის მოზარდმა საკუთარი დედა მოკლა. მას მეგობარიც ეხმარებოდა. სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა გუშინ, 13 აგვისტოს მოხდა.

ახლახან მკვლელობის ახალი დეტალები გავრცელდა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, 17 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ბრა­ლად დე­დის, 34 წლის ჟანა ხა­ლი­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა ედე­ბა, გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ნო­რუს ხა­ლი­ლო­ვია.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა თა­ვი­სი 19 წლის მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით, დედა ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბას წინ ურ­თუ­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და, თუმ­ცა უც­ნო­ბია რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი.

"თა­ვის შვილს გა­მო­უჭ­რია ყელი, შემ­დეგ გარ­და­ბან­ში წა­სუ­ლა, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ და ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ის­თვის უთ­ქვამს ასე­თი რამე ჩა­ვი­დი­ნეო. უყ­ვი­რია ამ გო­გოს და­მეხ­მა­რე­თო და არ­ცერ­თი მე­ზო­ბე­ლი არ მიშ­ვე­ლე­ბია. ძა­ლი­ან მა­გა­რი გოგო იყო, შეგ­ნე­ბუ­ლი" - ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული და მისი მეგობარი უკვე დააკავეს.

წყარო: „მთავარი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა