თეგებით ძიება
15. 08. 2022 News-ები

"დედამისის დამოკიდებულება მისი მეგობრის მიმართ არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

13 აგვისტოს თბილისში, 34 წლის ქალი მოკლეს. დედის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს ბრალს დღეს გააცნობენ.

"აღიარებს დანაშაულს. აღიარებს, რომ დედამისის დამოკიდებულება მისი მეგობრის მიმართ არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ნორმალურ ურთიერთობაში, ამას პლუს დედის მიერ ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული მის მიმართ, რომ ვეღარ მოითმინა, ეს ფსიქოლოგიური მომენტია.

რა იქნება და როგორ, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. მეზობელი ქალიც ესწრებოდა, დალია, დათვრა და დაიძინა, არაფერი არ გაუგია“, - განაცხადა დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა