თეგებით ძიება
15. 08. 2022 News-ები

გურამ არუთინაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ

„ლიდერ ტვ“-ის წამყვანს, გურამ არუთინაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. როგორც არუთინაშვილი ამბობს, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ თავში ბოთლი ესროლეს.

შემთხვევა სამგორის მეტროსთან მოხდა.

„ვიღაც სამი ტიპი გადმოდიოდა გზის მოპირდაპირე მხრიდან, მათ შორის, ერთი იყო, რომელიც იმათზე წინ იყო და ანუ ჩემი მისამართით იყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რომ მივბრუნდი მერე ანუ გავაგრძელე გზა, უკანა მხრიდან კეფაშ დამარტყა წყლით სავსე ბოთლი. სამს ფიზიკურად ვერაფერს ვუზამდი. "ერთი შენიც და შენი პატრულისაცო, მკიდია, სადაც გინდა, იქ დარეკეო". მოვითხოვ კანონის უმკაცრესი ზომებით დასჯას, - ამბობს არუთინაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძება უკვე დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა