თეგებით ძიება
16. 08. 2022 News-ები

დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს და მის მეგობარს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია.

მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება 15 აგვისტოს წარუდგინა.

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს თბილისში, 34 წლის ქალი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ქალის 17 წლის შვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მეგობართან ერთად დედას დანით ჭრილობები მიაყენა. ორივე მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა