თეგებით ძიება
24. 08. 2022 News-ები

ამოღებულია, ვერ ამოიღეს თუ დაზიანებული იყო, არ ვიცი, ტექნიკოსი არ ვარ - ჩანაწერების წაშლის თაობაზე არსებულ ეჭვებზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც N12 პენიტენციურ დაწესებულებში ვიდეოკამერების მუშაობას და ჩანაწერების წაშლის თაობაზე არსებულ ეჭვებს უკავშირდებოდა, უპასუხა და განაცხადა, რომ ამის შესახებ კითხვებს სპეციალისტებმა უნდა უპასუხონ.

„არ ვიცი ამ დღეების არის, ორი თვის, წაშლილია, ამოღებულია, ვერ ამოიღეს თუ დაზიანებული იყო, არ ვიცი ეს ყველაფერი, მე ტექნიკოსი არ ვარ და როგორ აგიხსნათ, ცხრა კამერა იყო თუ ხუთი. არ ვიცი შიგნით სისტემა, როგორ მუშაობს ეს კამერები და როგორ აქვთ მოწყობილი. ჩემს სამსახურში რომ მკითხოთ, ვიცი და რაც არ ვიცით, უნდა ვკითხოთ სპეციალისტებს. როგორ მუშაობს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა გომელაურმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა