თეგებით ძიება
18. 09. 2022 მსოფლიო

ჯო ბაიდენი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა, ვიზიტი ორდღიანი იქნება. ამის შესახებ CNN წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი 500-მდე სახელმწიფოს მეთაურსა და უცხოელ მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც ლონდონში, დედოფლის დაკრძალვაზე მიიწვიეს. კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები უკვე დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.

კვირას ნაშუადღევს პრეზიდენტი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი პატივს მიაგებენ დედოფალს, რომელიც ვესტმინსტერის სსახლეშია დასვენებული, სანამ ხელს მოაწერენ სამძიმრის წიგნს და დაესწრებიან სტუმრად ლიდერების მიღებას, რომელსაც ბრიტანეთის ახალი მეფე, ჩარლზ III უმასპინძლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა