თეგებით ძიება
20. 09. 2022 News-ები

სისხლიანი გარჩევა 500 დოლარის გამო - კიკეთში მომხდარ საქმეზე დაკავებულს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, კიკეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებულ გელა ნიორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

დაცვის მხარე ითხოვდა 10-ათას ლარიან გირაოს, თუმცა ბრალდება, არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პატიმრობის შუამდგომლობას აყენებდა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. ადვოკატი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაკავებულს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

შეგახსენებთ, შემთხვევა კიკეთში შაბათს მოხდა. ცეცხლი დაკავებულმა ავტომატიდან გახსნა, დაიჭრა 5 ადამიანი და გარდაიცვალა ერთი მამაკაცი, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა