თეგებით ძიება
11. 10. 2022 News-ები

სააკაშვილის გარდა, თუ კი ვინმე კლასიკური გაგებით პოლიტიკური პატიმარია, ეს არის ნიკა გვარამია - პეტრე ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდინავი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდა, "მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამიაც პოლიტიკური პატიმარია. მისი თქმით, გვარამია ხელისუფლების მხრიდან შურისძიების მსხვერპლია.

"მიხეილ სააკაშვილის გარდა, თუ კი ვინმე კლასიკური გაგებით პოლიტიკური პატიმარია - ეს არის ნიკა გვარამია. რა ბრალდებითაც ეს ადამიანი იხდის სასჯელს, ამას ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა აკეთებს. თან სარგებლობენ ბიუჯეტით დაფინანსებული სახელმწიფო მანქნებით ჩინოვნიკების ოჯახები. გვარამიასთან მიმართებით საუბარია კერძო კომპანიაზე. აბსურდულ საქმესთან გვაქვს შეხება“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

"ენმ“-ის ლიდერის თქმით, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" შურისძიების მსხვერპლია, თუმცა ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მედიამენეჯერის ციხისდან გამოშვება მაინც მოუწევს.

,,ყველანაირ იმედს გამოვთქვამთ, რომ მათ უბრალოდ პოლიტიკურად მოუწევთ , იგივე ჩვენი უცხოელი, მეგობარი დიპლომატების ჩართულობის გამო ამ გადაწყვეტილების მიღება სააპელაციო სასამართლოში და ნიკა გვარამიას გაშვება, თორემ თავისი ქოცური პოლიტიკური შურისძიბიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, ნიკას მოახდევიდნებდნენ მთლიანად იმ სამ წელს, რაც მიუსაჯეს“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ნიკა გვარამია განაჩენის მოლოდიონშია - მოვლენათა ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლოა. მოსმართლეთა კოლეგიამ შესაძლოა განაჩენი დღესვე გამოცხადოს.


წყარო: ნიუპოსტი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა