29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
თქვენი წარმატება ოჯახის წევრებს ძალიან გაუხარდებათ. მეგობრებთან ერთად დროის გატარება დადებითი ემოციით დაგმუხტავთ. ფინანსური კუთხით თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება. საქმის შესრულებისას უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
კურო
პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვან წინააღმდეგობას შეეჩეხებით. მოგზაურობისას ძველ მეგობარს შეხვდებით და ძალიან კარგ დროს გაატარებთ. ჯანმრთელობის პრობლემები მარტივად მოგვარდება. გამორიცხული არ არის საყვარელ ადამიანთან იკამათოთ.
ტყუპები
მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. აკადემიურ ფრონტზე თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. ვარჯიში და სწორი კვება სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. იღბლიანი დღეა და შესაძლოა თქვენი ცხოვრების სიყვარული იპოვოთ.
კირჩხიბი
დაავადებას მარტივად დაამარცხებთ და კვლავ დაიბრუნებთ ენერგიას. ოჯახის წევრის რჩევა ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თქვენი რომანტიკული ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.
ლომი
დღეს თავს ენერგიულად და ხალისიანად იგრძნობთ. ოჯახის წევრების მოულოდნელი ვიზიტი ძალიან გაგახარებთ. მოგზაურობა იმაზე საინტერესო აღმოჩნდება ვიდრე გეგონათ. თუ გინდათ ყველაფერი დროულად დაასრულოთ, წინასწარ განსაზღვრეთ გეგმა.
ქალწული
დღეს შესაძლოა მცირე უთანხმოება მოგივიდეთ. ინვესტიციის ჩასადებად შესაფერისი დროა. ხელმძღვანელობა თქვენ შრომას და ერთგულებას დააფასებს. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. თაყვანისმცემელი თავის გრძნობებში გამოგიტყდებათ.
სასწორი
მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. ოჯახის წევრები მუდამ მხარს დაგიჭერენ. თუ განვითარება გინდათ ახლა ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა. საპასუხისმგებლო დავალებას მიიღებთ და მნიშვნელოვანია თავი წარმატებით გაართვათ. ოჯახში მოსალოდნელია საინტერესო ცვლილებები. საღამოს რომანტიკული ვახშამი გელით.
მორიელი
ფიტნესი და ვარჯიში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდება და შეძლებთ ფინანსური კრიზისის გადალახვას. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
მშვილდოსანი
აკადემიურ სფეროში არც ისე კარგი დღე გექნებათ და შესაძლოა დიდი ხნის პროექტი ჩაგეშალოთ. საკუთარი თავის რწმენა ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სწორი მენეჯმენტი დაგეხმარებათ თქვენი ფინანსური მდგომარეობა დაასტაბილუროთ. კარგი იქნება თუ შეყვარებულთან ერთად წახვალთ სამოგზაუროდ.
თხის რქა
მოლაპარაკება, რომელსაც გეგმავდით წარმატებული აღმოჩნდება და შეძლებთ ახალი ბიზნესის დაწყებას. საზღვარგარეთ მოგზაურობა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო შესაძლოა გადადოთ. სამსახურში შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი უნარები. უცნობი ადამიანი თქვენ მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.
მერწყული
თუ დასვენებას გეგმავთ წინ საინტერესო თავგადასავალი გელით. ახალი ქონების შესაძენად კარგი პერიოდია. შვებულება ახალი ენერგიით და იდეებით აგავსებთ. დაკავებული გრაფიკის გამო შესაძლოა გაგიჭირდეთ საყვარელი ადამიანისთვის დროის დათმობა.
თევზები
ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება. სამსახურში კოლეგას თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ და უძრავ ქონებაში მოახდინოთ ინვესტიცია. საკუთრებასთან დაკავშირებული დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. საყვარელი ადამიანი საინტერესო საჩუქარს გაგიკეთებთ.