2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. სამსახურში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენეთ, რათა უფროსებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ოჯახის წევრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ. საყვარელი ადამიანის თანადგომით ყველა პრობლემას გადალახავთ.
კურო
საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა აიღეთ. ოჯახში ყველაფერი მოგვარდება და კვლავ ჰარმონიული სიტუაცია შეიქმნება. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. პროფესიულ საქმიანობაში უფროსების შექება მეტ სტიმულს მოგცემთ. საყვარელი ადამიანის უყურადღებობის გამო განაწყენდებით.
ტყუპები
ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ადამიანი, რომელიც მოგწონთ, თქვენ გრძნობას უპასუხოდ დატოვებს.
კირჩხიბი
სამსახურში საქმის შესასრულებლად დრო არ გეყოფათ. პრობლემებს მეგობრის რჩევით მარტივად მოაგვარებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენ ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
ლომი
ქალაქგარეთ ვიზიტის დასაგეგმად ხელსაყრელი პერიოდია. ოჯახში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ კონფლიქტი მალე განელდება. არ გაექცეთ პასუხისმგებლობებს. მემკვიდრეობით გამორიცხული არ არის დიდი ქონება მიიღოთ.
ქალწული
წარმატებული დღე გექნებათ და ყველა პრობლემას წარმატებით გაუმკლავდებით. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ვარჯიშის დახმარებით შეძლებთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება.
სასწორი
ფინანსური კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების დროა. ოჯახის პატარა წევრის წარმატება ძალიან გაგახარებთ. პროფესიული კუთხით ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ახალი ურთიერთობა ხანგრძლივ სახეს მიიღებს.
მორიელი
მოგზაურობისას კარგ დროს გაატარებთ და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ქონებრივი საკითხის მოგვარებისას არავის ენდოთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი კარგად ვითარდება. შეყვარებული თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად ყველაფრს გააკეთებს.
მშვილდოსანი
კარგი იქნება თუ ოჯახთან ერთად საინტერესო აქტივობას დაგეგმავთ. თუ მოგზაურობა გინდათ ახლა არც ისე შესაფერისი დროა. განწყობის გასაუმჯობესებლად დროა ცხოვრების წესი შეიცვალოთ. ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ.
თხის რქა
სამსახურში ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ და მზად იყავით იმედგაცრუებისთვის. ვარჯიში ენერგიით აგავსებთ. ნუ მოითხოვთ ადამიანებს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ დიდ ცვლილებებს მოახდენს. არ ჩადოთ ინვესტიცია საეჭვო საქმეში.
მერწყული
მცირეოდენი ეგოიზმი ახლა ნამდვილად გჭირდებათ, რათა ყველა პრობლემას გაექცეთ. განაგრძეთ ნაბიჯების წინ გადადგმა და არ დაიხიოდ უკან. ჯანმრთელობის მცირე პრობლემის შემთხვევაშიც კი მიმართეთ ექიმს. ხანგრძლივი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდება და დიდ წვეულებას გამართავთ.
თევზები
ნუ გამოცდით იღბალს, დარწმუნდით რომ თქვენი ქმედებები სწორ შედეგებამდე მიგიყვანთ. კოლეგების დადებით განწყობას მარტივად მოიპოვებთ და სამსახურში ყველა დაძაბულობას წარსულში დატოვებთ. ფინანსური კრიზისი სამწუხაროდ ბევრ პრობლემას შეგიქმნით. სიყვარულისთვის ამ ეტაპზე მზად არ ხართ.