თეგებით ძიება
02. 11. 2022 News-ები

გვარამია გაყალბებული განაჩენით იმყოფება პატიმრობაში - ნიკა გვარამიას ადვოკატი სააპელაციოს განაჩენს აფასებს

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ არ ეთანხმება.

"სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. ჯორბენაძემ, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გადაწყვიტეს გაიზიარონ ლაშა ჩხიკვაძის ბედი. მათ ფაქტობრივად ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს, არამხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ეს მათი პერსონალური არჩევანია. ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი აუცილებლად ინანებენ ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მათ შორის, გაირკვევა ისიც თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინ დირიჟორობდა ამ პროცესს და ვის რა როლი ჰქონდა აი ამ უკანონო განაჩენის პროცესში“, - აცხადებს ნიკა გვარამიას ადვოკატი.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა