ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს
სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
"განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს.
რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მისი ვინაობა დადგენილია.
სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.