თეგებით ძიება
27. 11. 2022 News-ები

მონაზვნის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულებს, არც ერთი ადვოკატი არ იცავს

ცხრამუხის დედათა მონასტერში 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ბრალდებულებს, არც ერთი ადვოკატი არ იცავს.

საქმეზე დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

სასტიკად ნაცემი მონაზონი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა მოგვიანებით, მონაზონი თბილისში გადაიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა