თეგებით ძიება
03. 12. 2022 News-ები

სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალები, მათ შორის ვერცხლისწყალი და დარიშხანი გამოვლინდა? - ამერიკელი ექსპერტი ახალ კვლევას აქვეყნებს

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით, რომელსაც ხელს პროფესორი დევიდ სმიტი აწერს, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომლის შინაარსს „მთავარი არხი" ავრცელებს.

„გამოკვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში. ეს ნივთიერებები სააკაშვილის ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის შედეგად“, - აღნიშნულია დასკვნაში.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა