თეგებით ძიება

გსურთ, იცოდეთ რას გვამცნობენ ვარსკვლავები 2023 წლისთვის? მინიშნება: ჩვენ ძირეულად გარდამავალი პერიოდის წინაშე ვდგებით, ასე რომ, მოკალათდით!

2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუმართლებთ სიყვარულში, კარიერაში,
თვითგანვითარებაში და სხვა.

„ჩვენ ახალ ზონაში შევდივართ - გადავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ - გლობალურად ან პიროვნულად“, - ამბობს ასტროლოგი მოლი
მაკკორდი.

„ბევრი მოვლენა 2023 წელს გადამწყვეტ წლად აქცევს. ჩვენ აღმოვაჩენთ საკუთარი თავის ახალ მხარეებს, როდესაც ერთად ვიმოძრავებთ ახალ ენერგეტიკულ
ციკლებში.

გასული წელი ეხებოდა იძულებით უმოქმედობას; მხოლოდ იუპიტერმა გადადგა ძირითადი ნაბიჯები. 2023 წელი აქტიურდება [ნელა მოძრავი] იუპიტერის,
სატურნისა და პლუტონის წყალობით - ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში იწყება.

2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ყველა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის:

მოსალოდნელია სამი მნიშვნელოვანი ცვლილება იმ პლანეტებისგან, რომლებიც ჩვენგან ყველაზე შორს არიან [იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი], რომლებიც წარმოადგენენ უფრო დიდ, კოლექტიურ გლობალურ ძვრებს. გაგრძელდება ეკონომიკური არასტაბილურობა და შევეგუებით ახალ
ცხოვრებისეულ ცვლილებებს. იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიო 2020 წელს უკვე დადგა. ბევრად უფრო
იმედისმომცემი მხარეა ის, რომ ჩვენ ვისწავლით, როგორ გავხდეთ უფრო პასუხისმგებელი ჩვენი ყოველდღიური ვალდებულებების თვალსაზრისით.

მარტში, პლუტონი (ტრანსფორმაციისა და მუდმივი ცვლილებების პლანეტა) გადადის მერწყულში (ნიშნები, რომლებიც შეიცავს უემოციო, ზოგჯერ ერთი
შეხედვით უგულო ატმოსფეროს), რაც 2023 წლის მთავარი მამოძრავებელია. რა ხდება დახურულ კარს მიღმა: იქნება მნიშვნელოვანი ახალი გამოღვიძება იმის
შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს ძალას კოლექტიურად. მარტი შეიძლება გლობალურად გამორჩეული იყოს ძალაუფლების გაძლიერებით და შესუსტებით.
ასევე იქნება რეცესია და ინფლაცია, რაც ძალიან რეალურია.

მაისში იუპიტერი [სიმრავლის, ზრდისა და გაფართოების პლანეტა] გადადის კუროში [სტაბილურობისა და გამოვლინების ნიშანი]; ივნისის პერიოდიდან
ვხდებით თვითდაჯერებული, ვაანალიზებთ ახალ ღირებულებებს და ვსწავლობთ, როგორ დავიცვათ თავი ქაოსში - სამყაროსგან მხარდაჭერას ვიგრძნობთ.
ვენერა [სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა] ლომში [სიყვარულისა და შემოქმედების ნიშანში] გადადის და ურთიერთქმედებს „ჩრდილოეთ კვანძთან“ [23
ივლისი და 2-4 ოქტომბერი], რომელსაც ასევე უწოდებენ „ბედის კვანძებს“. ივლისის მეორე ნახევარში და ოქტომბრის პირველ ნახევარში კარგი დროა, რომ უთხრათ „დიახ“ - ახალ მეგობრობას, ურთიერთობებს, საკუთარ თავს, თქვენს შემოქმედებას და ყველაფერს, რაც გიხმობთ თვითგამოხატვისკენ.

დედამიწის ნიშნების ქვეშ (კურო, ქალწული, თხის რქა) დაბადებულებს სწრაფი ცვლილებები და სწრაფი გამოღვიძება ელით. წყლის ნიშნიანებს (კიბო, მორიელი,
თევზები) გაუმართლებთ თვითგამოხატვაში. კირჩხიბმა შეიძლება ფოკუსირება მოახდინოს სულიერ ცხოვრებაზე, მორიელს იღბლიანი სტიმულირება ელის
ურთიერთობებში, ხოლო თევზებს - გარკვეული წინსვლა. ჰაერის ნიშნები (მერწყული, ტყუპები, სასწორი) გადადიან უფრო დიდ ცხოვრებისეულ
ცვლილებებში, რომლებიც ეხება ცხოვრებისეულ განვითარებას - გეძლევათ შესაძლებლობები, რომ რეალურად ჩაერთოთ იმ ურთიერთობებსა და კავშირებში,
რომლებიც ახლა თქვენთვის საუკეთესოა, ამასთანავე, თავისუფლდებით იმისგან, რაც მანამდე თქვენთვის ძალიან მძიმე იყო.

მოლი მაკკორდის პროგნოზით, „2023 წელი გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, ვენდოთ ჩვენს საჭიროებებს, ვენდოთ ჩვენსავე შეგრძნებებს და შევამციროთ
შფოთვა, რათა უკეთ დავარეგულიროთ ენერგია - სრულიად ახალი გზით სრულიად უცხო (საკეთილდღეო) განზომილებაში სიარულის უნარს გამოვიმუშავებთ“.

https://www.dailyom.com/journal/will-2023-be-your-year-which-zodiac-signs-are-forecast-for-the-most-luck-with-love-money-more?utm_medium=custmktg&utm_source=fb-post&utm_term=static&utm_campaign=article-will2023beyouryear-2022-12-28&fbclid=IwAR1qGMqpLo4TM-J4VNvWzQ8si28vC1rjuReCwq0TcB0RKroUR64OO5ZdRIM


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა