„იზრდება დაპირისპირების ალბათობა, მატულობს რადიკალიზმი, ძლიერდება სექსუალური ფანტაზიები...“ - რამაზ გიგაური გვაფრთხილებს
ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში გვიზიარებს ინფორმაციას, თუ რა ასტროლოგიურ ტენდენციებს გააძლიერებს მზე-პლუტონის შეერთება, რომელიც 12 იანვარს გააქტიურდა და პიკს 18 იანვარს მიაღწევს.
„რა ასტროლოგიურ ტენდენციებს გააძლიერებს მზე-პლუტონის შეერთება
/© რამაზ გიგაური/
ამ ერთკვირიანი პერიოდის დომინანტური ასპექტი მზე-პლუტონის შეერთება იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიურად შეერთება ასპექტად არ ითვლება, ის ორი (ან მეტი) პლანეტის ურთიერთზემოქმედების ყველაზე ძლიერი რეზონანსია.
ეს შეერთება ჯერ კიდევ 12 იანვარს გააქტიურდა, თუმცა 16-20 იანვრის შუალედში მისი გავლენა მაქსიმუმს მიაღწევს.
პიკი: 18 იანვარი.
დადებითი გავლენა:
ეს იძლევა მაქსიმალურ კონცენტრაციას და ინტენსიურობას. ადამიანებს გაუჩნდებათ „არ დარჩნენ“ ზედაპირზე და ყველაფრის „სიღრმეს ჩასწვდნენ“. ეს კარგი დროა ისეთი საქმეების კეთებისთვის, რომელიც უკავშირდება კონცენტრაციას, მობილიზებას, ყურადღების ერთ წერტილში მოკრებას. გაუმართლებთ მიზანსწრაფულ და ორგანიზებულ ადამიანებს. ასევე იმათ, ვისაც შეუძლია ბევრი საქმის კეთებისას ყურადღება არ გაეფანტოთ და ყველა მათგანს დისციპლინირებულად მიჰყვნენ ბოლომდე. გარდა ამისა, ამ დროს ადამიანებში მატულობს შარმი, მიმზიდველობა, მისტიციზმი და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის უნარი.
უარყოფითი გავლენა:
იზრდება მაქსიმუმის მიღწევისას დაპირისპირების ალბათობა. ადამიანებში მატულობს რადიკალიზმი და უკიდურესობები. ძლიერდება სექსუალური ფანტაზიები, რაც ადამიანებს უბიძგებთ საეჭვო კავშირებისკენ, რასაც ხშირად სასიკეთო განვითარება ნამდვილად არ მოსდევს. მატულობს ცდუნების და მანიპულატორობის ალბათობა. ამიტომ მიმნდობი ადამიანი იოლად ხდება თაღლითობის მსხვერპლი. მატულობს ძალადობის ალბათობაც. არასასურველია უცნობ და ახლადგაცნობილ ადამიანებთან ერთად სარისკო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. არასასურველია ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრა, რადგან ერთ-ორად იმატებს კრიზისული სიტუაციების, ტექნიკური ავარიების და კატასტროფების ალბათობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 17-19 იანვარს, 17-19 აპრილს, 20-22 ივლისს და 21-23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანებისთვის. მათ ყველაზე მეტი სიფრთხილე და წინდახედულება სჭირდებათ.
P.S. პირადი ჰოროსკოპის ან პირადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ: Messenger ან 599 94 06 80 (WhatsApp, Viber, Signal, Telegram)“, - წერს გიგაური.
რა ასტროლოგიურ ტენდენციებს გააძლიერებს მზე-პლუტონის შეერთება
/© რამაზ გიგაური/
ამ ერთკვირიანი პერიოდის დომინანტური...Опубликовано რამაზ გიგაური • Ramaz Gigauri Понедельник, 16 января 2023 г.