TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

    ვერძი

    ვარჯიში სასურველი ფორმის მიღებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ და უარი ვერ თქვათ. აკადემიური კუთხით არც ისე წარმატებული დღე გექნებათ. საყვარელი ადამიანი მუდამ მხარს დაგიჭერთ.

    კურო

    საჭირო კონტაქტების დახმარებით ახალ სამუშაოს დაიწყებთ. ვარჯიში თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მოგზაურობა მართლაც ზღაპრული აღმოჩნდება. საღამოს რომანტიკულ ატმოსფეროში ივახშმებთ.


    ტყუპები
    მეგობრებთან ერთად დიდ წვეულებას მოაწყობთ და კარგ დროს გაატარებთ. გამორიცხული არ არის მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღით. ქონებრივი საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ და განიტვირთებით.

    კირჩხიბი

    ოჯახური ღონისძიება გაგამხიარულებთ და ბევრ ადამიანს გაიცნობთ. მეგობრის მოულოდნელი ვიზიტი ძალიან გაგახარებთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მალე მოგვარდება. ვარჯიშის ახალი რეჟიმი ფორმას შეგინარჩუნებთ. უძრავ ქონებაში ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტან.

    ლომი

    საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტით შესაძლოა წახვიდეთ. სამსახურში წარმატებული დღე გექნებათ და წარმოაჩენთ თქვენ შესაძლებლობებს. გამორიცხული არ არის დაგეგმოთ საცხოვრებელი ადგილის ან სახლის ცვლილება. კარგი იქნება თუ წინასწარ განსაზღვრავთ ბიუჯეტს.

    ქალწული

    პროფესიულ საქმიანობაში ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობები გამოჩნდება. უმჯობესია მოერიდოთ ინვესტიციის ჩადებას. ოჯახთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ და კარგად დაისვენებთ. საყვარელ ადამიანს სათანადო დრო და ყურადღება დაუთმეთ.

    სასწორი

    ყველა საქმე, რომელსაც გეგმავდით, წარმატებით განხორციელდება. საინტერესო ადამიანების გაცნობა ახალი იდეებით და ენთუზიაზმით აგავსებთ. ფინანსური კუთხით თქვენი შემოსავალი გაიზრდება. ვარსკვლავები ახალი სიყვარულის პოვნაში დაგეხმარებიან.

    მორიელი

    დაიწყეთ იოგა და უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ. შეყვარებული ყველაფერ გააკეთებს, რომ დღე მხიარული და დასამახსოვრებელი გახადოს.

    მშვილდოსანი

    პროფესიულ საქმიანობაში სწორი ნაბიჯებით მიდიხართ და მალე სასურველ შედეგს მიაღწევთ. ხანგრძლივი დაავადებისგან თავს მალე დაახწევთ. ახალი პროექტის დასაწყებად საჭირო ფინანსებს მარტივად მოიზიებთ. საღამოს სასიამოვნო ვახშამი გელით.

    თხის რქა

    თქვენი შემოსავალი გაიზრდება და შეძლებთ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა შეინარჩუნოთ. საღამოს წვეულებაზე ან კლუბში კარგად გაერთობით. სამსახურში კოლეგების მხრიდან შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნოთ.

    მერწყული
    დღეს ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ და შეძლებთ დაფიქრდეთ მომავალზე. სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, რაც თქვენ პასუხისმგებლობას და შესასრულებელი დავალებების რაოდენობას გაზრდის. მოულოდნელათ შესაძლოა ძველ სიყვარულს შეხვდეთ.

    თევზები

    უმჯობესია საზღვარგარეთ მოგზაურობა დაგეგმოთ და დაისვენოთ. სოციალურ ფრონტზე თქვენი წარმატება გაიზრდება. ჯანმრთელობის პრობლემები მალე მოგვარდება და თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ.
    მასალის გამოყენების პირობები
    6 121 ნახვა
    22-01-2023, 22:23