თეგებით ძიება
28. 01. 2023 მსოფლიო

სასიხარულო ინფორმაცია - დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე დათანხმდნენ

საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება.

„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.

ამასთან, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა