თეგებით ძიება

"ამ მშიერ ქვეყანაში ნეაპოლში სტადიონზე გადაღებულ თქვენი “გამზღარი“ ოჯახების ფოტოებს რომ აზიარებთ... ბავშვებს საჭმლის ფული არ აქვთ და რას ახარბებთ?" - სანდრო ბრეგაძე

"ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს მიმართავს და აკრიტიკებს მათ, ვინც ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და იმ ბავშვებს ახარბებს, რომელთაც შესაძლოა საჭმელიც არ ჰქონდეთ.

"(მივმართავ გაზულუქებულ პოლიტიკოსებს და ფულის ტომრებს )  - ამ მშიერ ქვეყანაში ნეაპოლში სტადიონზე გადაღებულ თქვენი “ გამზღარი “ ოჯახების ფოტოებს რომ აზიარებთ - მო….ნთ პატრონი !

ჩვენს უსაყვარლეს ბიჭს ხვიჩას თქვენი გაზულუქებული ცოლების და პარაზიტი შვილების ფოტოები არაფერში ჭირდება!

ბავშვებს საჭმლის ფული არ აქვთ და რას ახარბებთ ? რომ ბევრი ფული მოგვპარეთ და ჩვენთვის მოპარული ფულით გრიალებთ?!

ხოდა თქვენი ბიუჯეტის ქურდი გამზრდელს ……!

რა იცით თქვენ ან ფეხბურთი,ან სპორტი,ან სამშობლოს სიყვარული?!

თქვენი მარიაჟობა და მატრაკვეცობა არც ხვიჩას ჭირდება,არც ქართველებს და არც ქართულ სპორტს?!

მინდა მივმართო იმ ბავშვებს, რომელთა პატიოსან მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ბავშვები იტალიაში ხვიჩას თამაშზე გაუშვან - ხვიჩა თქვენი მსგავსი ქართველი, ალალი, კეთილშობილი ბიჭია, თქვენსავით პატიოსან ოჯახშია აღზრდილი, რომელმაც თავისი ნიჭით გაიკვლია გზა, მას არც გაზულუქებული და ბიუჯეტის ქურდი მშობლები ყავს, პატიოსნებაში გაიზარდა და მისთვის თქვენ ბევრად ახლობლები ხართ ვიდრე პარლამენტარების, მინისტრების თუ ე.წ.ბიზნესმებების პარაზიტები!

გულს ნუ გაიტეხთ შვილებო - პირიქით უფრო მოტივირებულები უნდა გახდეთ და აუცილებლად მიაღწევთ იმ სიმაღლეებს, რაც ჩვენმა ხვიჩამ მიაღწია!

უფალმა დალოცოს ხვიჩა კვარაცხელია და ყველა ქართველი ახალგაზრდა", - წერს ბრეგაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა