"კიდევ ერთი გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვი ვიპოვეთ, რომელიც ამერიკაში გააშვილეს" - თამუნა მუსერიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)
ჟურნალისტი, ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოდან აშშ-ში მალულად გაშვილებული ბავშვი იპოვეს.
"კიდევ ერთი - 1996 წელს კამოს მეორე სამშობიაროში დაბადებული და 3 დღეში გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვი ვიპოვეთ. ბავშვი, რომელიც ჯერ დიღმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მერე საქართველოდან რუსეთში და რუსეთიდან ამერიკაში გააშვილეს , დღეს ოჯახს დაუკავშირდა", - წერს მუსერიძე.