ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება - რა ინფორმაცია გახდა ახლახანს ცნობილი?
რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო დაახლოებით 2 თვით დაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ ეტაპისათვის სამშენებლო კომპანიის მიერ შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რომლის მიხედვითაც: - ვარკეთილის მეტროს დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისათვის მეტროსადგური დაიკეტება დაახლოებით 2 თვით;
მეტროსადგური დაიკეტება ეტაპობრივად 2023 წლის ივნისი-აგვისტოს შუალედში (ყველაზე ნაკლები მგზავრთნაკადის პერიოდში).
მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზებს დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად“, - განაცხადა კალაძემ.