ჭიქა ჩაარტყეს თავში... მთელი ღამის განმავლობაში ბორკილებდადებული იყო - ბათუმის პოლიციას წამებაში ადანაშაულებენ
ბათუმის პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ადვოკატ, ზაზა პაპიძის ინფორმაციით, პოლიციელებმა მე-7 განყოფილებაში მის დაცვის ქვეშ მყოფს ჭიქა ორჯერ ჩაარტყეს, ტვინის შერყევა მიაღებინეს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ხელბორკილები არ მოხსნეს.
"როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განმიცხადა, მის მიმართ პოლიციელების მხრიდან იქნა ძალადობა გამოყენებული, კონკრეტულად ჭიქა ჩაარტყეს თავში. სამედიცინო დახმარება რომ აღმოჩენილიყო, გადაიყვანეს საავადმყოფოში და მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა ბორკილები. ადამიანი აწამეს. თავგახეთქილი ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ბორკილებდადებული. დეტალებსსა და შესაბამის მტკიცებულებებს 2 დღეში მოაგხსენებთ. გამოძიება აქვს დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და არ გვინდა, ხელი შევუშალოთ",- აცხადებს ადვოკატი "მთავარ არხთან".
მომხდარზე ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეაგირებას ელოდება.