თეგებით ძიება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვითონ გაერკვევიან, ხელისუფლებას კი არ ავყვები ჭიქაში ქარიშხლის მოწყობაში - რას აცხადებს პაატა მანჯგალაძე?

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობაში არავის აჰყვება. 

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია კონცენტრირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

"თუ ვინმეს აქვს ლეგიტიმაცია, არც ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია არ არის არავისზე ნაკლები. გაკვირვებული ვიყავი - ადამიანი 6 საათის არჩეული იყო და ამბობდნენ, წავიდეს, გამოიხსნას სააკაშვილიო. ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას ვხედავ, თუმცა ეს ბუნებრივია.

რომ შევხედოთ ტრამპის "რესპუბლიკურ პარტიაშიც" არის დაპირისპირება, ამერიკაში, მაგრამ ამის გამო, ამერიკა არ ინგრევა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. დემოკრატიაში ყველგან არსებობს გუნდები, ამერიკაში პარტიები არიან პლატფორმები სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების გაერთიანების, რა პრობლემაა? ჩვენს პარტიაშიც არიან გუნდები და ამ გუნდების ერთობლიობაა "სტრატეგია აღმაშენებელი". თვითონ გაერკვევიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ხელისუფლებას სურს, ქვეყანა რომ კანდიდატის სტატუსს კარგავს, ინფლაცია რომ მაღალია და ხალხი ქვეყნიდან გარბის, აქედან გადავიტანოთ ყურადღება და ვისაუბროთ, რატომ თქვა სააკაშვილმა რაღაც და რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში".

მე არ ავყვები ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობას. პირველხარისხოვანია, ხელისუფლებას პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა პარტიის რამდენიმე წევრმა თანამდებობა დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა