"სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი, რაც ეს ამბავი დამემართა, იმ სარკეში აღარ ვიყურები" - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე?
ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე თავისი შვილის, კიტა წულუკიძის დაღუპვის შსახებ საუბრობს. მისი თქმით, ის ჯერ ბურუსშია და ცდილობს თავიდან ისწავლოს ცხოვრება.
ამის შესახებ მან გამოცემა OK-თან განაცხადა.
"სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის.
მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება...“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ წულუკიძის უმცროსი შვილი, კიტა წულუკიძე 4 მაისს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა.