"მეგობრებო, რას ფიქრობთ? რა უნდა გავაკეთოთ? რა ფორმით უნდა მოვითხოვოთ მიშას გადაყვანა სამკურნალოდ?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ წერს.
"მეგობრებო, რას ფიქრობთ? რა უნდა გავაკეთოთ? აქციები? პიკეტირებები? რა ფორმით უნდა მოვითხოვოთ მიშას გადაყვანა სამკურნალოდ?! ისიც პასუხია, თუ მეტყვით რომ არაფერი არ უნდა ვქნათ და დუმილით უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს“, - წერს ტელეწამყვანი.