თეგებით ძიება

"ჩემმა ხვიჩამ გაიტანოს და იმათაც გაიტანონ, იმათაც ხომ ჰყავთ დედებიო..." - რას ამბობდა კვარას ბებია შვილიშვილზე?

"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაიცვალა. კვარაცხელიების ოჯახის ტრაგედიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი, მამუკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

"...ბადრის და თამაზის დედას, ხვიჩას ბებიას დუნიას ხშირად ვსტუმრობდი ნაკიფუში და ღომისა და ელარჯის გარეშე არასოდეს გამოვუშვივარ...ბებიას მეუღლე მამია წალენჯიხელთა კერპი იყო, ისევე როგორც შვილი ბადრი, უფროსი თამაზიც თამაშობდა „სქურში“...ხვიჩამ ყველას გადაასწრო და დუნია ბებოც ყოველკვირა ხარობდა შვილიშვილის წარმატებით, ოღონდაც მეტოქე ეცოდებოდა: ჩემმა ხვიჩამ გაიტანოს და იმათაც გაიტანონ, იმათაც ხომ ჰყავთ დედებიო...მინდორზე რომ ფეხბურთელის სიკვდილი უნახავს, იმის მერე 93 წლის დუნია ბებო ორმოცი დღე მარხულობდა...ბოლოს რომ ვნახე, ცუდად იყო, მაგრამ მიცნო და გამომელაპარაკა... ღმერთმა გაანათლოს....", - წერს კვარაცხელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა