ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6552 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6518 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0034 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8912 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8711 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1411 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 თებერვლიდან შევა ძალაში.