3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
კარიერული კუთხით განვითარების კარგი შესაძლებლობა გეძლევათ. ოჯახის წევრების დახმარებით თქვენი ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებთ. ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა კარგია ჯანმრთელობისთვის. საყვარელი ადამიანის საჩუქარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კურო
დღეს ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება და დადებით განწყობას კვლავ დაიბრუნებთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. გამორიცხული არ არის, ახალი ბინა შეიძინოთ. მოგზაურობა, რომელსაც გეგმავდით საქმის გამო შესაძლოა გადაიდოს, ახალი ურთიერთობა გაგახალისებთ.
ტყუპები
თქვენი ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. სამსახურში დატვირთული და გამოწვევებით სავსე დღე გექნებათ. მოგზაურობა სახალისო და თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. აკადემიური კუთხით დროა სწორი ნაბიჯები გადადგათ. ქონებრივი დავის მოსაგვარებლად არც ისე კარგი დროა.
კირჩხიბი
ჯანმრთელობის პრობლემები სწორად შეაფასეთ და დაიწყეთ მკურნალობა. საიმედო მეკავშირეების დახმარებით მნიშვნელოვანი წარმატებებს მიაღწევთ. სამსახურში ახალ პროექტს დაიწყებთ. საყვარელ ადამიანთან დროის გატარება ძალიან სახალისო იქნება.
ლომი
ოჯახის დახმარებით თქვენი ოცნებები ახდება და სამოგზაუროდ წახვალთ. გამორიცხული არ არის, მიიღოთ სტიპენდია. გაცემული ვალი უკან დაგიბრუნდებათ. დროა გაეცნოთ ახალ სფეროებს და მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია. შეყვარებულს სათანადო დრო დაუთმოთ.
ქალწული
საინტერესო მოგზაურობის დასაგეგმად ხელსაყრელი პერიოდია. ყოველდღიური ვარჯიში შედეგს გამოიღებს. სამსახურში უფროსის დახმარებით თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. ახალგაზრდა წყვილებისთვის საინტერესო დღეა და თქვენი ურთიერთობა დალაგდება.
სასწორი
ფეხით სიარული და სწორი კვება გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. დღეს ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ დაიწყეთ მიზნების განხორციელება. ურთიერთობის დასაწყებად ნაბიჯის გადადგმა თქვენ მოგიწევთ.
მორიელი
ჯანმრთელობისთვის უკეთესია გააგრძელოთ მედიტაცია და ფიზიკური დატვირთვა. სამსახურში თქვენ იდეებსა და მოსაზრებებს ყველა პატივს სცემს. ჩადებული ინვესტიცია წარმატებული არ აღმოჩნდება. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული ვახშამი გელით.
მშვილდოსანი
ოჯახში ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ასე რომ, არ იდარდოთ. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. აკადემიურ სფეროში თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება.
თხის რქა
გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. არ შეწყვიტოთ განვითარება. ახალი სამსახურის დახმარებით ფინანსური კრიზისს გადალახავთ. მეგობრებთან ერთად უფრო მეტ დროს გაატარეთ და გაერთობით. საყვარელ ადამიანთან შესაძლოა იკამათოთ.
მერწყული
სამსახურში ბევრი დავალების შესრულება მოგიწევთ. ოჯახის წევრები შესაძლოა განაწყენდნენ, რადგან სათანადო დროს არ უთმობთ. ქონებრივი დავა სამწუხაროდ თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება. შეყვარებული ყველაფერს გააკეთებს, რომ განწყობა გაგიუმჯობესოთ.
თევზები
დღეს თავს ენერგიულად იგრძნობთ. გამორიცხული არ არის, საქმიანი მიზნით სამოგზაუროდ წახვიდეთ. მეგობარს მნიშვნელოვან პრობლემის გადაწყვეტისას თქვენი რჩევა დასჭირდება. კოლეგასთან კონფლიქტის გამო სამსახურში შესაძლოა დაძაბული ვითარება შეგექმნათ.