ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6474 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0078 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8912 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1407 ლარს შეადგენს და ასევე გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.2605 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 თებერვლიდან შევა ძალაში.