აშშ-ში ვერ გადაუწყვეტიათ, ბავშვებს აჭამონ თუ შინაურ ცხოველებს - თინა კანდელაკი
რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი სოციალურ ქსელსი წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის გამო ვერ გადაუწყვეტიათ, ბავშვებს აჭამონ თუ შინაურ ცხოველებს.
"გახსოვთ, ბაიდენი შარშან გაზაფხულზე დაგვცინოდა, რომ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მაგრად შეარყია. და აი ისე შეარყია, რომ თავად შტატებში საკმაოდ საინტერესო ამბები ხდება.
ინფლაციის გამო ამერიკელები მასიურად აბარებენ თავშესაფრებში შინაურ ცხოველებს. ახლა ბევრ ოჯახს მართლაც რთული არჩევანის გაკეთება უწევთ - ბავშვებს აჭამონ თუ ცხოველებს?
ახლა კიდე ახალი ტრენდი. კვერცხზე ფასის ზრდის გამო (+60%) ამერიკელებმა მასიურად დაიწყეს ქათმების შეძენა. ანუ დაფიქრდნენ საკუთარ სასურსათო უსაფრთხოებაზე.
ანუ ამერიკელები თავის შეცდომებზე სწავლობენ. ქათმისგან, ძაღლებისა და კატებისგან განსხვავებით, წვნიანს მაინც გააკეთებ“, - წერს თინა კანდელაკი.