თეგებით ძიება

„თქვენი იმედი მაქვს, რომ დათიკოს ისევ დაუბრუნებთ ყველაფრის ხალისს“ - დათი ქოქრაშვილის დედა (ვიდეო)

დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის შვილს იუბილე მიულოცა.

„უუუუდიდესი  მადლობა ხალხნო, ასეთი სიყვარულისთვის და უთბილესი სიტყვებისთვის. იმდენი ადამიანი მწერს და მირეკავს მთელი დღე გაბრწყინებული თვალებით დავდივარ.

ბავშვებო თქვენ ხართ საოცარი,უსაყვარლესი ადამიანები. თქვენი იმედი მაქვს რომ დათიკოს ისევ დაუბრუნებთ ყველაფრის ხალისს“, - წერს ქრისტინე მამუკაშვილი.

ცნობისთვის, დათი ქოქრაშვილი იუბილარია. მოზარდი 9 წლის გახდა. დათი ამჯერად გერმანიაში იმყოფება და რამდენიმე დღეში უკვე სამშობლოში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა