როგორც ჩანს, წაიქცა, დაესივნენ და შეჭამეს კაცი, წელს ზემოთ აღარაფერი ჰქონდა - რას ჰყვება მგლებისგან დაგლეჯილი კაცის შვილი?
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სავარაუდოდ, მგლების მიერ დაგლეჯილი 72 წლის მამაკაცის შვილი ამბობს, რომ მამამისი მეზობელმა უმძიმეს მდგომარეობაში ნახა. როგორც ის ჰყვება, კაცს მხოლოდ კიდურები იყო შემთხვევის ადგილზე.
"დამირეკეს დაიღუპაო. ჩამოვედი და ვნახე მაგ მდგომარეობაში... წელს ზემოთ არაფერი აღარ ჰქონდა. სახლის ეზოში იყო. მგლის მოკვლაზე ჯარიმებიაო და მგელი გავამრავლოთ და ხალხის ხოცვას ვუყუროთ? საპირფარეშოში გამოვიდა, როგორც ჩანს წაიქცა, დაესივნენ და შეჭამეს კაცი. გამიცოცხლებს ვინმე?" - ამბობს გარდაცვლილის შვილი.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში. 72 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, მგლებმა დაგლიჯეს. მას გარეული ცხოვრელი თავს საკუთარ სახლთან გუშინ დაესხა. ცხედარი ადგილობრივებმა დღეს იპოვეს და ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.