4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
სამსახურში საინეტერესო პროექტს დაიწყებთ და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. ოჯახში არსებული კონფლიქტი წარსულს ჩაბარდება და ყველა გაუგებრობას მოაგვარებთ. ჯანმრთელობის პრობლემებს სწორი მკურნალობით მარტივად მოაგვარებთ. საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
კურო
სამსახურში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენეთ, რათა უფროსებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. პროფესიულ საქმიანობაში უფროსების შექება მეტ სტიმულს მოგცემთ. საყვარელი ადამიანის უყურადღებობის გამო განაწყენდებით.
ტყუპები
ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
კირჩხიბი
სამსახურში საქმის შესასრულებლად დრო არ გეყოფათ. მეგობრის რჩევით პირად პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენ ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება. ადამიანი, რომელიც მოგწონთ, თქვენ გრძნობას უპასუხოდ დატოვებს.
ლომი
არ გაექცეთ პასუხისმგებლობებს. მემკვიდრეობით გამორიცხული არ არის, დიდი ქონება მიიღოთ. პროფესიული კუთხით ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ახალი ურთიერთობა ხანგრძლივ სახეს მიიღებს.
ქალწული
ქონებრივი საკითხის მოგვარებისას არავის ენდოთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი კარგად ვითარდება. განწყობის გასაუმჯობესებლად დროა ცხოვრების წესი შეიცვალოთ და ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, კოლეგის მიმართ გრძნობები გაგიჩნდეთ.
სასწორი
სამსახურში ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ და მზად იყავით იმედგაცრუებისთვის. ნუ მოითხოვთ ადამიანებს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. ჯანმრთელობის მცირე პრობლემის შემთხვევაშიც კი მიმართეთ ექიმს. ხანგრძლივი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდება.
მორიელი
კარიერული კუთხით დადებით ნაბიჯებს გადადგამთ და ახალ პოზიციას მიიღებთ. ახალი შემოსავალი ფინანსური კრიზისის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სასურველი ფიზიკური ფორმის მისაღებად ხანგრძლივი ვარჯიში დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი
დავალების შესრულებისას გამოიჩინეთ ყურადღება, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. ახალი შემოსავლის დახმარებით სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საქმიანი გარიგება წარმატებით არ ჩაივლის და შესაძლოა განაწყენდეთ. შეყვარებული მუდამ მხარს დაგიჭერთ და გვერდში დაგიდგებათ.
თხის რქა
მეგობრის მოულოდნელი სტუმრობა თქვენი დღის გეგმებს მთლიანად შეცვლის. ფინანსურად სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ. პროფესიული კუთხით არც ისე წარმატებული დღე გაქვთ. ეცადეთ, ყველა პრობლემას მშვიდად შეხვდეთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.
მერწყული
მოგზაურობისას საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ჯანმრთელობის პრობლემებს სათანადო დრო დაუთმეთ. საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.
თევზები
კარგი იქნება თუ თქვენს ყოველდღიურობას შეცვლით და გაახალისებთ. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. რომანტიკული კუთხით საინტერესო ცვლილებებს ელოდეთ.