თეგებით ძიება

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი 

საკუთარ გეგმებსა და სურვილებზე ორიენტირდით. საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლოა გაყიდოთ. სამსახურში თქვენი შრომა სასურველ შედეგს მოგიტანთ. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო წვეულებას დაგეგმავთ. რომანტიკული ურთიერთობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდება.

კურო 

ოჯახში საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აღება მოგიწევთ. მოგზაურობა, რომელცას გეგმავდით ძალიან გაგახალისებთ და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. სამსახურში კოლეგასთან უთანხმოება მოგივათ. შეყვარებული თქვენ გასამხიარულებლად რომანტიკულ საღამოს მოაწყობს. 

ტყუპები

კარგი იქნება თუ სახლში მეტ დროს გაატარებთ და დაისვენებთ. ფინანსური კუთხით თქვენი შემოსავალი გაიზრდება. პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ და ოცნებობდით. საყვარელი ადამიანის საჩუქარი განწყობას გაგიხალისებთ.

კირჩხიბი

ახალი გარიგება კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე მოგიწევთ დადგომა. ჯანმრთელობის მცირე პრობლემა თავს შეგახსენებთ. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და მალე შეხვდებით მეორე ნახევარს.

ლომი

ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ, რათა სერიოზული პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ. კოლეგასთან არსებული გაუგებრობა მარტივად მოგვარდება და დაძაბული სიტუაცია მოგვარდება. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.

ქალწული

ახალი შემოსავლის დახმარებით თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ქონებრივი დავა საბედნიეროთ თქვენი გამარჯვებით დასრულდება. აკადემიურ ფრონტზე სწორი გეგმის მიუხედავად წარმატებას ვერ მიაღწევთ. ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სასწორი

მოგზაურობის კარგი შესაძლებლობა გექნებათ და უარი არ თქვათ. ცხოვრება სიურპრიზეს გიმზადებთ, ასე რომ არ შეგეშინდეთ და მზად იყავით ცვლილებების. არ შეწყვიტოთ პროფესიული კუთხით განვითარება და ყველა შესაძლებლობა სათანადოდ გამოიყენეთ. სიყვარული და ახალი ურთიერთობა თქვენ ცხოვრებას გაალამაზებს. 

მორიელი 

ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენ ფიზიკურ ფორმასა და ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას იქონიებს. ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდება და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. კარგი კონტაქტების დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებთ. თუ სიყვარულის მაძიებელთა რიგში ხართ, მას აუცილებლად იპოვით, მთავარია ცოტა მოთმინება. 

მშვილდოსანი

ფიტნესი კარგია ჯანმრთელობისთვის. ახალი ინვესტიციები თქვენსფინანსურ მდგომარეობას გაზრდის. ოჯახში ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ წავა. დღეს ოცნებას აიხდენთ და ახალ ქონებას შეიძენთ. რომანტიკულ ფრონტზე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ.  

თხის რქა 

ოჯახურ კონფლიქტს მარტივად მოაგვარებთ. ჯანმრთელობის პრობლემა წარსულს ჩაბარდება. კოლეგის რჩევით ფინანსურ ფრონტზე სწორ ნაბიჯებს გადადგამთ. ნუ დახარჯავთ ფულს ისეთი ნივთების შესაძენად, რომელსაც ვერ გამოიყენებთ. რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად შესაფერისი დროა.

მერწყული

იღბალი თქვენ მხარესაა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ. ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიაქციეთ. სამსახურში თქვენ შრომას დააფასებენ და ხელფასი გაგეხრდებათ. სამსახურში გადაწყვეტილების მიღებისას კარგად დაფიქრდით, რადგან უკან დახევა გაგიჭირდებათ. 

თევზები 

დიეტა სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება თუ შეამცირებთ ხარჯებს და დაიწყებთ ახალი შემოსავლის ძიებას. ყოველდღიურ ცხოვრებაში დროა ცვლილებები შეიტანოთ და ახალი გამოცდილება მიიღოთ. შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოსაწყენი გახდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა