"სწავლობდა, პარალელურად კი სამხედრო სამსახურში მსახურობდა" - ვინ არის 19 წლის ქუთაისელი ბიჭი, რომელიც თბილისში ავარიას ემსხვერპლა?
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოავარიას 19 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა, ნიკა მამისეიშვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფ იმერეთი" ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში 29 იანვარს მოხდა. აღმაშენებლის ხეივანზე, მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლეტს შეეჯახა.
დაშავებული ახალგაზრდა რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქუთაისელი ახალგაზრდა თბილისში სწავლობდა.
“29 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავარიაში მოყვა, მეგობარს ეჯდა უკან მოტოციკლეტზე. ამ დღეების განმავლობაში საავადმყოფოში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სამწუხაროდ გუშინ ღამით დაგვტოვა. უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში, პარალელურად სამხედრო სამსახურში მსახურობდა. რამდენიმე დღით თბილისში იქნება დასვენებული. ოთხშაბათს გადმოვასვენებთ ქუთაისში, ტაძარში. ხუთშაბათს ბოლო გზაზე გავაცილებთ”, – აცხადებს გამეცომესთან საუბრისას გარდაცვლილის მეგობარი, ნიკო მანაგაძე.