გორში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ, რეხაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ყოფილი პოლიციელია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია. უცნობია რა მუხლებით დაიწყო გამოძიება.