მზად ვარ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს - რომის პაპი
რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, მზადაა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ინფორმაციას იტალიური მედია, „კორიერე დელა სერა“ ავრცელებს.
„მე მსურდა მოსკოვში ჩასვლა პუტინთან სასაუბროდ, და მე მგონი, გაჩნდა პატარა ფანჯარა, მაგრამ მინისტრმა ლავროვმა მითხრა – ვნახოთ, მოგვიანებით. ეს ჟესტი არ იყო ჩაფიქრებული და იმის გამეორება, რაც არ იყო ჩანაფიქრში, შეუძლებელია“, – აცხადებს რომის პაპი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.